x
image
worldsport.ge
"ლივერპულმა" "მილანი" დაამარცხა და ფინალში "მანჩესტერს" დაუპირისპირდება

imageმართალია, "ლივერპულმა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის ლიდერი ლუის სუარესი "ბარსელონაში" სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაყიდა, მაგრამ მერსესაიდელებს აღნიშნული დანაკლისი არ ეტყობათ.ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საერთაშორისო ჩემპიონის თასზე "ლივერპულის” მორიგი მსხვერპლი "მილანი" აღმოჩნდა. ალენის და სუსოს გოლების წყალობით ინგლისელებმა იტალიელები 2:0 დაამარცხეს და ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ 28-ე წუთზე კლუბის ახალწვეულმა რიკი ლამბერტიმ თერთმეტმეტრიანის რეალიზება ვერ მოახერხა."მილანმა" აღნიშნული ტურნირი აშკარად ჩააგდო. ფილიპო ინძაგის შეგირდებმა "ლივერპულამდე" "ოლიმპიაკოსთან" (0:3) და "მანჩესტერ სიტისთან" (1:5) მატჩები უშანსოდ დათმეს. მილანელთაგან ჩემპიონის თასზე ერთადერთი გოლი მუნტარიმ "ქალაქელების" წინააღმდეგ გაიტანა.
"ლივერპულმა" იტალიელებამდე "ოლიმპიაკოსი" (1:0) და "სიტი" პენალტების სერიაში დაამარცხა და 9 ქულით ფინალში გავიდა.
"წითლების" მომავალი მეტოქე "წითელი ეშმაკები" ჩემპიონის თასის ფინალში აგრეთვე 9 ქულით გავიდნენ. "მანჩესტერს" მხოლოდ მილანის "ინტერთან" გაუჭირდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა (პენ 5:3), "რომას" (3:2) და მადრიდის "რეალის" (3:1) ძლევა კი არ გასჭირვებია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მადრიდის "რეალმა", ჩემპიონის თასზე სამივე შეხვედრა წააგო _ მილანის "ინტერთან" პენალტების სერიაში _ 2:3, "რომასთან" 0:1, ხოლო "მანჩესტერთან" 1:3.
ჩემპიონის თასის ფინალი "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის სამშაბათს გამთენიისას, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0