x
image
worldsport.ge
რონალდუმ, შესაძლოა, უეფას სუპერთასის მატჩში ითამაშოს

imageპორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიჩიგანის სტადიონზე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ წაგებულ შეხვედრაში (1:3) მონაწილეობა მიიღო. რონალდუ 74-ე წუთზე, არბელოას ნაცვლად შევიდა და დარჩენილი დრო უპრობლემოდ ითამაშა.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თავდამსხმელმა პირველი მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ შეხვედრაში პორტუგალიელის მონაწილეობას არ ელოდნენ, თუმცა ესპანური მედიის მტკიცებით, რონალდუ უკვე გამოჯანმრთელებულია და კარლო ანჩელოტის, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში სთხოვა.
რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კვლავ ტრავმა აწუხებს და 12 აგვისტოს უეფას სუპერთასის მატჩში "სევილიის" წინააღმდეგ მისი მონაწილეობა ჯერაც სათუოა.
ამერიკაში გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ რონალდუ, შესაძლოა, კარდიფში გასამართი სუპერთასისთვის მზად იყოს და "რეალს" კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებაში დახმარება გაუწიოს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0