x
image
worldsport.ge
ორი ოქროს ამბავი პოლონეთიდან

imageპოლონეთის ქალაქ დაბროვა გორნიცაში გუშინ დაწყებულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - ვაცლავ ზიოლკოვსკის XXIII მემორიალზე თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 57, 65, 74 და 97 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრები პოლონეთში სამი სპორტსმენითაა ჩასული. მათგან ორი: ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ხალიჩაზე გუშინ გავიდა და ორივე ჩემპიონი გახდა.
ჯუმბერ ყველაშვილმა ფინალის გზაზე პოლონელი ანდრეი სოკალსკი (12:2), ვენესუელელი კრისტიან სერკო (9:1) და პოლონელი კრისტსიან ბრზოზოვსკი (8:3) დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ირანელ რეზა აფზალიპაემამს საფინალო სირენამდე ორი წამით ადრე შესრულებული ილეთით მოუმთავრა საქმე (4:3).
ელიზბარ ოდიკაძემ ტურნირი თურქი ფათიჰ იასარლის ძლევით (7:0) გახსნა, შემდეგ პოლონელ კამილ ვოჟციეჩოვსკის (10:0) მოუგო, ნახევარფინალში - ბელარუს იუსუპ ჯალილაუს აჯობა (4:1), ბოლოს კი მასპინძელი რადოსლავ ბარანი საკმაოდ ადვილად დაამარცხა (6:1).
დღეს პოლონურ ხალიჩაზე მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით კი საქმეში ალექსანდრე ჯაჭვაძე (70 კგ) ჩაერთვება.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0