x
image
worldsport.ge
პოგბას ხელფასს გაუზრდიან

imageროგორც უკვე გაუწყეთ, ტურინის "იუვენტუსი" საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ პოლ პოგბას კონტრაქტს 2019 წლამდე გაუხანგრძლივებს. ამჯერად, იტალიური მედია, 21 წლის ფრანგის ახალი ხელშეკრულების დეტალებსაც ახმაურებს.
პოგბასადმი ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენდა და ნახევარმცველს სარფიანი შეთავაზებებიც ჰქონდა. როგორც ჩანს, ტურინელებმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გარჯა დაუფასეს და ახალი კონტრაქტის თანახმად, პოგბას წლიური ანაზღაურება 3.2 მილიონი ევრო ექნება და კიდევ ბონუსებიც.
აქამდე, 21 წლის ნახევარმცველის ხელფასის ოდენობა ერთ მილიონ ევროს შეადგენდა. მოგეხსენებათ, პოგბა "ბებერ ქალბატონს" 2012 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "ბიანკონერის" მაისურით ახალგაზრდა ფეხბურთელს 88 მატჩი ჩაუტარებია. პოგბას აქტივში 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0