x
image
worldsport.ge
როისმა “დორტმუნდთან” არ გაახანგრძლივა

image“დორტმუნდის” ვარსკვლავმა მარკო როისმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. “ბილდის” ცნობით, დორტმუნდელები 25 წლის გარემარბთან მოლაპარაკებებს მაისიდან აწარმოებდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერაფრით მოახერხეს.
როისი ხელფასის სახით წელიწადში 5-7 მილიონ ევროს ითხოვდა, რისი დაკმაყოფილებაც კლუბმა ვერ მოახერხა. გერმანელმა “დორტმუნდთან” მოლაპარაკების პროცესი შეწყვიტა.
ცნობისათვის, როისს “დორტმუნდთან” მოქმედი კონტრაქტი 2016-2017 წლების ბოლომდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო უფლებების გამოსასყიდი თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0