x
image
worldsport.ge
ეტოომ “ვესტ ჰემს” პირობები წაუყენა

image33 წლის კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტოო უკვე რამდენიმე დღეა “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ამის შესახებ ევროპული სპორტული გამოცემები უკვე აქტიურად იუწყებიან. ბოლო ინფორმაციით კი, ფეხბურთელი მზადაა, კლუბთან ხელშეკრულება გააფორმოს, თუკი მას ყოველკვირეულ ხელფასს – 100 ათას გირვანქას შესთავაზებენ.
ეტოომ გასული სეზონი პრემიერლიგაში, “ჩელსის” რიგებში გაატარა და 21 თამაშში თავი 9 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. შემდეგ კი ლონდონური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ბოლო დროს, რამდენიმე შეთავაზება ფინანსური დეტალების გამო უარყო. ინგლისელი მიმომხილველების ვარაუდით, ფეხბურთელის მოთხოვნას სავარაუდოდ ვერც “ვესტ ჰემი” დააკმაყოფილებს.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0