x
image
worldsport.ge
სანდრო კობახიძე: “თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს”

imageლუცკის “ვოლინისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ალექსანდრე კობახიძემ მარიუპოლის “ილიჩევიცის” წინააღმდეგ თავისი ახალი გუნდის გამარჯვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:
“ვოლინი” ძალიან მომწონს. პირველივე მატჩი ძალიან რთული გამოდგა და ბოლო წუთებამდე ვმარცხდებოდით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს ჩემი სადებიუტო შეხვედრა იყო და რთულია იმაზე საუბარი, თუ როგორ ვეწყობი თანაგუნდელებს. კლუბში ძალიან ბევრი ახალწვეულია. დარწმუნებული ვარ, რომ თამაშიდან თამაშამდე უფრო შევთამაშდებით. “ილიჩევიცს” ძალიან ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების გამო, ვალდებულები ვიყავით, ბოლომდე გვებრძოლა და შეგვეტია. სპარინგებს თავისი დატვირთვა აქვს, თუმცა ოფიციალური შეხვედრა სულ სხვა თემაა. ასეთი კონკურენციის პირობებში, ჩვენი გუნდისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.” – განაცხადა კობახიძემ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ კობახიძე “დნიპროს” საკუთრებაა და “ვოლინში” იჯარის წესით გადაბარგდა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge


0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0