x
image
worldsport.ge
ვალდესს "ბაიერნის" ვარიანტიც გაუჩნდა

imageკატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა შესაძლოა, კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური და გერმანული წყაროები ავრცელებენ.
"რეკორდმაისტერთა" დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბს კიდევ ერთი მეკარე სჭირდება. შესაბამისად ვიქტორ ვალდესის და გვარდიოლას სამომავლო თანამშრომლობაზე ჭორები უმალვე აგორდა. 32 წლის ესპანელი მეკარის ტრანსფერი "მონაკოში" თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა ვალდესის ტრავმამ ყველაფერი შეცვალა _ ფრანგულმა გრანდმა ტრავმირებულ კარის დარაჯზე უარი განაცხადა.
მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში, "ბაიერნმა" კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და "ლევანტის" მეკარის კეილორ ნავასისადმი ინტერესი გამოიჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელებმა ნავასში 10 მილიონი ევრო მოითხოვეს, რაც მიუნხენელებს ეძვირათ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიქტორ ვალდესს და პეპ გვარდიოლას დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებთ, გასაკვირი არც იქნება მომდევნო სეზონში ესპანელი მეკარე "ალიანც არენაზე" ვიხილოთ.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0