x
image
worldsport.ge
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგია

imageდიდი ბრითანეთის ვიცე-პრემიერს მიაჩნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატარდეს. ამის მიზეზად კი რუსთა საგარეო პოლიტიკას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ FIFA-მ რუსეთს 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება მისცა, თუმცა პუტინის ბოლოდროინდელი ქმედებების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიო ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში ჩატარებას ითხოვს.
თუმცა, არც FIFA-მ დაახანა და ორიოდ დღის წინ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული ტურნირის ჩატარების ადგილი არ შეიცვლება.
სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს ვიცე-პრემიერი – ნიკ კლეგი, რომელმაც საკუთარი პოზიცია Sunday Times-თან საუბრისას დააფიქსირა.
“არის ერთი რამ, რაზეც პუტინი ღელავს – საკუთარი სტატუსი. შეგვიძლია, იგი დავაჯეროთ, რომ თავის მაღალ სტატუსს ვერ შეინარჩუნებს, თუ დანარჩენი მსოფლიოს აზრს არ გაითვალისწინებს. შესაძლოა, ამან მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. მან უნდა შეიგნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის იგნორირება კარგს არაფერს მოუტანს. არ შეიძლება, მეზობელი ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა და სეპარატისტების მხარდაჭერა უყურადღებოდ დატოვო და ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება აგრესორ სახელმწიფოს მისცე.” – განაცხადა ნიკ კლეგმა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ დიდი ბრიტანეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მოგვიანებით, მას ჰოლანდია შეუერთდა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge


0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0