x
image
worldsport.ge
ეტოოს "ვესტ ჰემის" ვარიანტიც გამოუჩნდა

imageმას შემდეგ, რაც კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო თავისუფალი აგენტი გახდა, 33 წლის ფეხბურთელის ხელში უსასყიდლოდ ჩაგდებას ბევრი კლუბი ცდილობს. BBC-ის ცნობით, ეტოომ, შესაძლოა კარიერა "ვესტ ჰემში" გააგრძელოს.
ჯერჯერობით არ სახელდება, თუ რამდენს სთავაზობენ "ჩაქუჩები" ეტოოს წლიურ ანაზღაურებად. კამერუნელს შეთავაზებები "იუვენტუსისგან", ქპრ-სგან, "მილანისგან", "რომასგან" და აზიური კლუბებიდანაც აქვს, მაგრამ ეტოოს ევროპაში დარჩენა სურს.
გასულ სეზონში ლონდონის "ჩელსის" მაისურით, 41 შეხვედრაში ეტოოს მონაგარი _ 14 გოლი და 7 საგოლე გადაცემა იყო.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0