x
image
worldsport.ge
უილშირმა ბოდიში მოიხადა

imageინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა, ლას ვეგასის ერთ-ერთ აუზიდან გავრცელებული ფოტოების გამო ბოდიში მოიხადა. ფოტოებიდან ჩანს, რომ 22 წლის ფეხბურთელი სიგარეტს ეწევა. უილშირმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
"ყველა უშვებს შეცდომებს და მითუმეტეს ახალგაზრდა ადამიანები. ჯერჯერობით პატარა ვარ და შეცდომებზე ვსწავლობ ყველაფერს. მართალია იმ ასაკში ვარ, რომ დედისგან ნებართვა არ მჭირდება მოვწევ თუ არა, მაგრამ ფეხბურთელმა ასეთი საქციელი არ უნდა ჩაიდინოს. ვწუხვარ, მეორედ ასეთ რამეს აღარ გავაკეთებ." _ განაცხადა უილშირმა.
"მეთოფეთა" თავკაცმა არსენ ვენგერმა, უილშირის ფოტოების ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ ინგლისელს სერიოზულად დაელაპარაკებოდა. როგორც ჩანს, გამოცდილი სპეციალისტის დამოძღვრმ შედეგი გამოიღო.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0