x
image
worldsport.ge
“ჩელსიმ” პიაზონი კვლავ გაანათხოვრა

imageლონდონის “ჩელსის” 20 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი, ლუკას პიაზონი, კარიერას ფრანკფურტის “აინტრახტში” გააგრძელებს.
Dailymail-ის ინფორმაციით, პიაზონი გერმანულ კლუბში ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა. აღნიშნული ტრანსფერი ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც მომავალ სეზონში სათამაშო დროს ვერ ჰპირდება, სხვადასხვა ლიგებში მიეცემათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
გასული სეზონი ბრაზილიელმა არნემის “ვიტესში” გაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა – 31 მატჩში 11 გატანილი გოლი.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0