x
image
worldsport.ge
პინტომ კოსტა რიკა დატოვა

imageკოლუმბიელმა სპეციალისტმა ხორხე ლუის პინტომ კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ინფორმაცია ESPN ავრცელებს. 61 წლის მწვრთნელს კონკაკაფის წარმომადგენელთან კონტრაქტი მუნდიალის შემდეგ ეწურებოდა.
ბევრს შეშურდებოდა პინტოს სანაკრებო მიღწევა _ კოლუმბიელმა მუნდიალის ერთ-ერთი აუტსაიდერი ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა და ჰოლანდიის ძლიერ გუნდთან მხოლოდ პენალტებიის სერიაში დამარცხდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ კოსტა რიკას ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე არცერთი მატჩი არ წაუგია. "სიკვდილის ჯგუფში" კოსტა რიკელებმა ურუგვაის (3:1) და იტალიის (1:0) ნაკრებები დაამარცხეს, ხოლო ინგლისთან ფრედ ითამაშეს _ 0:0. მერვედფინალში საბერძნეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს, ხოლო მეოთხედფინალში "ნარინჯისფერების" წინააღმდეგ აღარ გაუმართლათ.
ხორხე ლუის პინტომ კოსტა რიკისთვის ისტორიულ შედეგს მიაღწია და გუნდი მსოფლიოს საუკეთესო რვა ნაკრებში პირველად შეიყვანა. ფიფას მიერ შედგენილ მსოფლიო რეიტინგში პინტოს დამოძღვრილმა ნაკრებმა 12-ადგილიანი ნახტომი გააკეთა და ამჟამად მე-16 პოზიციაზეა.
კოლუმბიელმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავი გადამეტებული ემოციურობითაც დაამახსოვრა. თუ ვინ იქნება კოსტა რიკის ნაკრების ახალი მწვრთნელი ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0