x
image
worldsport.ge
კეროლი მინდორს ოთხი თვით დაემშვიდობა

image"ვესტ ჰემის" თავდამსხმელმა ენდი კეროლმა ახალ ზელანდიაში წინასასეზონო ტურნეს პერიოდში კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაციას საჭიროებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.
ინგლისელ ფეხბურთელს რეაბილიტაციისთვის 4 თვე დასჭირდება და სეზონის სტარტს, უეჭველი გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ კეროლი გასული სეზონის სტარტამდე "ვესტ ჰემმა" "ლივერპულისგან" 15 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გამოისყიდა. მანამდე, ინგლისელი ერთწლიანი იჯარით "ჩაქუჩების" შემადგენლობაში თამაშობდა.
"ვესტ ჰემის" მაისურით 25 წლის თავდამსხმელს 40 მატჩი ჩაუტარებია და 9 გოლთან ერთად 9 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0