x
image
worldsport.ge
“ჩელსი” ლუკაკუს სანაცვლოდ 28 მილიონს ითხოვს

imageლონდონის “ჩელსიმ” რომელუ ლუკაკუს ფასი დაადო. ბელგიელი თავდამსხმელის შეძენის მსურველებს ლონდონელებისთვის 28 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
21 წლის ბელგიელმა გასული სეზონი იჯარის წესით “ევერტონში” გაატარა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მან ჟოზე მოურინიუს ნდობა მოიპოვოს და ლონდონურ გრანდში ადგილი დაიმკვიდროს.
nieuwsblad.be-ს ინფორმაციით, ახლა ლუკაკუ მომავალი სეზონისთვის “ანდერლეხტთან” ერთად ემზადება და მისი მომავალი ბურუსითაა მოცული.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0