x
image
ციცი
Mediator image
ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღა 2014"-ის პირველ საკონკურსო ტურში პირველ ადგილზე გავიდა
image
ლატვიაში, ქალაქ იურმალაში დაიწყო ახალგაზრდა შემსრულებელთა პოპ-მუსიკის საერთაშორისო კონკურსი "ახალი ტალღა 2014".

"ახალი ტალღა" ყოველწლიური კონკურსია, რომელიც უკვე მეცამეტედ იმართება იურმალაში.

პირველ საკონკურსო დღეს იურმალაში მსოფლიო ჰიტები შესრულდა.

საბოლოო შედეგებით კი პირველ ადგილზე გავიდა ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე.


ქართველი გოგონას უძლიერესმა ხმამ და სიმღერამ დიდი ოვაციები გამოიწვია ჟიურის წევრებსა და მაყურებლებში. მას ჟიურის წევრებმა უმაღლესი ქულები დაუწერეს, მხოლოდ კირკოროვმა დაუწერა 10 ქულა. საბოლოოდ კი 79 ქულით ნუცა პირველ ადგილზე გავიდა.

ნუცა ბუზალაძე მე-11 კლასის მოსწავლეა. იგი პარალელურად სწავლობს დაკვრას ფორტეპიანოზე, გიტარაზე, ითვისებს მუსიკის თეორიას, მუსიკალურ ლიტერატურას, ინგლისურს და ვოკალში მეცადინეობს "Georgian Dream Studios"-ში. უყვარს ფილმების და კონცერტების ყურება.

დიდი სიამოვნებით იმღერებდა ნიკიტა პრესნიაკოვთან ერთად დუეტში: "მე ის მომწონს ვიზუალურადაც და ასევი ის ძალიან ნიჭიერი მსახიობია. ქალებიდან კი ყველაზე მეტად მომწონს ბიონსე-მისი ენერგეტიკა და პლასტიკა."

ნუცას სურვილი:-"ჩემი სურვილია, რომ "ახალ ტალღაზე" რეალიზება გავუკეთო საკუთარ თავს. კონკურსანტებს წარმატებებს ვუსურვებ, ხოლო საკუთარ თავს ვუსურვებ, რომ ვიმღერო ისე, რომ მსმენელი ბოლომდე ჩაწვდეს თუ რას ვმღერი მე და რისი თქმა მსურს ამ სიმღერით."

კონკურსში ასევე მონაწილეობას ღებულობს კიდევ ერთი ქართველი რუსეთის სახელით, ნოდარ რევია.

წარმატებები ნუცას!

imageimageimageimageimageimage

0
198
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0