x
image
worldsport.ge
ძანეტი არგენტინაში გაძარცვეს

imageმილანის "ინტერის" ლეგენდარული ფეხბურთელი ხავიერ ძანეტი, არგენტინაში, ბუენოს აირესის გარეუბანში გაძარცვეს.
სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა, "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტი გახდა. აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, მამამისის კომპანიიდან გამოდიოდა, როდესაც მძარცველთა ჯგუფმა იგი შეაჩერა.
მართალია, ძანეტიმ და მამამისმა სცადეს დამნაშავეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა იძულებულნი გახდნენ, მანქანა და ძვირფასეულობა მძარცველებისთვის გადაეცათ. არგენტინის დედაქალაქის პოლიციას აღნიშნული დაჯგუფება ჯერ არ დაუჭერია.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0