x
image
worldsport.ge
როლანდუ “ინტერისა” და “რომას” წინადადებებს ელის

image“პორტუს” მცველი – როლანდუ სერია A ში დაბრუნების იმედს არ კარგავს. როგორც პურტუგალიელის აგენტმა ჟოაო კარდოსომ განაცხადა, მისთვის ცნობილია, რომ როლანდუთი რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მათ შორის “რომა” და “ინტერიც”. აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
“როლანდუთი რამდენიმე გუნდია დაინტერესებული და “პორტუსთან” კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას ველით.” – განაცხადა კარდოსომ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა მცველმა გასული სეზონი, იჯარის წესით, “ინტერში” გაატარა, მაგრამ მილანურმა კლუბმა მის სანაცვლოდ ექვსი მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა და ფეხბურთელი “პორტუში” დაბრუნდა.
აქვე იმასაც გამცნობთ, რომ როლანდუ მომდევნო სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს კლუბთან ერთად არ გადის, რითაც “პორტუს” ხელმძღვანელობას ღიად მიანიშნებს, რომ გუნდის დატოვება სურს.


ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0