x
image
worldsport.ge
კურტუა "ატლეტიკოს" გულშემატკივრებს დაემშვიდობა

imageბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუა მადრიდის "ატლეტიკოს" წერილით დაემშვიდობა. ახალგაზრდა მეკარემ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი სიტყვი დაწერა:
"მადლობა მადრიდის "ატლეტიკოს" და მის გულშემატკივრებს სამი შესანიშნავი სეზონისთვის. ვემშვიდობები გულშემატკივრებს და მათ აქ შეუძლიათ დამისვან შეკითხვა, რაზეც სურთ. პასუხს ვიდეო ვერსიით 10 კითხვაზე გავცემ." - განაცხადა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ კურტუა "არისტოკრატებს" მადრიდულ გუნდში სამი სეზონის განმავლობაში ჰყავდათ განათხოვრებული. ახალი სეზონის დაწყებამდე, "ჩელსის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა კურტუა ლონდონში დაებრუნებინა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0