x
image
worldsport.ge
"ფიორენტინა" კუადრადოს შეელევა

imageფლორენციის "ფიორენტინას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე აცხადებს, რომ თუ კოლუმბიელ ნახევარმცველ ხუან კუადრადოს კლუბიდან წასვლის სურვილი გაუჩნდება, კლუბი მას შეელევა.
მოგეხსენებათ, კოლუმბიელი ფეხბურთელით კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული, თუმცა თავად კუადრადო მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია არ ადასტურებს.
"თუ კუადრადო მოტივირებულია და სურს კლუბიდან წავიდეს, ჩვენ მას ხელს არ შევუშლით. როდესაც იგი გუნდის წინასასეზონო შეკრებაზე ჩამოვა, ვნახავთ სურს თუ არა კუადრადოს ჩვენთან ყოფნა." - განაცხადა "იების" პრეზიდენტმა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0