x
image
worldsport.ge
რობინიო: ჯერ “სანტოსი”, შემდეგ “ორლანდო სიტი”

imageროგორც Football Italia იუწყება, “მილანის” ბრაზილიელი თავდამსხმელი, რობინიო, მალე იჯარის წესით მშობლიურ “სანტოსში” დაბრუნდება, მოგვიანებით კი “ორლანდო სიტიში” გადავა.
“ორლანდო” 2013 წელს დაარსდა და MLS-ში თამაშს მხოლოდ 2015 წლის მარტიდან შეძლებს. სწორედ ამიტომ, მანამდე, რობინიო სხვა კლუბში ითამაშებს.
წყაროს ცნობით, ეს დროებითი გუნდი “სანტოსი” იქნება, რომელშიც ბრაზილიელმა ფეხბურთის თამაში დაიწყო. იგი “სანტოსის” პირველ გუნდში 2002-2005 წლებში გამოდიოდა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0