x
image
worldsport.ge
ზამორამ ქპრ-სთან გაახანგრძლივა

imageინგლისელმა ფეხბურთელმა ბობი ზამორამ, "ქიუნზ პარკ რეინჯერთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.
33 წლის ფორვარდს ლონდონელებთან კონტრაქტი 30 ივნისს დაუმთავრდა და როგორც ჩანს, ქპრ-მ ზამორას ჩემპიონშიპში ასპარეზობა დაუფასა. მოგეხსენებათ, თავდამსხმელმა პლეი ოფში "დერბის" წინააღმდეგ ერთადერთი და პრემიერლიგის საგზურის მომტანი გოლი გაიტანა.
ზამორას ლონდონურ კლუბში 59 მატჩი ჩაუტარებია და 11 გოლთან 8 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. 2012 წელს "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" ის "ფულემიდან" 5.1 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ შეიძინა. ამჟამინდელი მდგომარეობით ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება 880 000 გირვანქაა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0