x
image
worldsport.ge
"ბეშიქთაშმა" დემბა ბას ტრანსფერი დაადასტურა

imageსენეგალის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ფორვარდი დემბა ბა, კარიერას სტამბულის "ბეშიქთაშში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული კლუბის ოფიაციალური ვებგვერდი ადასტურებს.
29 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. თავდამსხმელის სატრანსფერო დეტალები თურქულ მხარეს ჯერჯერობით არ გაუხმაურებია.
შეგახსენებთ, რომ სენეგალელი ფეხბურთელი ლონდონელებმა 2013 წლის იანვარში, "ნიუკასლიდან" 8.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. "არისტოკრატების" მაისურით დემბა ბამ 51 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0