x
image
worldsport.ge
"ბაიერნმა" მარიო გიოტცეს ძმა დაიმატა

imageმიუნხენის "ბაიერნმა" მარიო გიოტცეს უმცროსი ძმა, დორტმუნდის "ბორუსიას" 17-წლამდელთა გუნდის აწ უკვე ყოფილი წევრი, ფელიქს გიოტცე დაიმატა.
ბავარიელები ყველაფერს ცდილობენ, რათა პრინციპულ მეტოქეს მომავალი ვარსკვლავები წაართვან და ახალგზარდა, 16 წლის ნახევარმცველი ძმის კვალს გაუყენეს. "რეკორდმაისტერებს" ფელიქსში ფული არ გადაუხდიათ, თავის ძმისგან განსხვავებით, რომლის სანაცვლოდაც "ბაიერნმა" 37 მილიონი ევრო გაიღო.
გერმანული გრანდის ახალგზარდული სისტემის დირექტორმა მიხაელ ტარნატმა ფელიქს გიოტცეს ტრანსფერი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა სწორი არჩევანი გააკეთა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0