x
image
worldsport.ge
ანჩელოტის დი მარიას გაშვება არ სურს

imageმადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, ანხელ დი მარიას გაყიდვა არ სურს. თუმცა, სხვა აზრზეა თავად ფეხბურთელი - იგი უკმაყოფილოა, რომ “რეალის” ხელმძღვანელობა მისი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ ჩქარობს. ანხელის აზრით, გასულ სეზონში, იგი გუნდის ლიდერებს არაფრით ჩამოუვარდებოდა და ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს.
Elconfidential-ის ცნობით, ანჩელოტი დი მარიას ესაუბრა და შეეცადა, არგენტინელი დარჩენაში დაერწმუნებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამან შედეგი არ გამოიღო. თავის მხრივ, “რეალი” ძალ-ღონეს არ იშურებს ხამეს როდრიგესის ხელში ჩასაგდებად, რომელშიც იტალიელი სპეციალისტი არგენტინელის ღირსეულ შემცვლელს ხედავს.
შეგახსენებთ, რომ ბევრი სპეციალისტის აზრით, სწორედ იტალიელი სპეციალისტის დამსახურებაა, რომ არგენტინელმა სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – სეზონის წინ, მან დი მარია მარჯვენა ფლანგიდან მოედნის ცენტრში გადაიყვანა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0