x
image
worldsport.ge
ზიდანი იერომ შეცვალა
imageმადრიდის “რეალის” ლეგენდარული ცენტრალური მცველი, ფერნანდო იერო, “სამეფო კლუბში” ბრუნდება და მომავალი სეზონიდან კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახდება.
აღნიშნულ თანამდებობაზე, 46 წლის იერო თავის ყოფილ თანაგუნდელს, ზინედინ ზიდანს შეცვლის. რაც შეეხება ზიდანს, როგორც ცნობილია, იგი “რეალის” ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ იერომ რეალში 14 სეზონი გაატარა და 1989-2003 წლებში 16 ტიტული მოიგო:


ჩემპიონთა ლიგა – 1997-1998, 1999-2000, 2001-2002

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 1998, 2002

ევროპის სუპერთასი – 2002


ესპანეთის ჩემპიონატი – 1989-1990, 1994-1995, 1996-1997, 2000-2001, 2002-2003

ესპანეთის სამეფო თასი – 1992-1993

ესპანეთის სუპერთასი – 1990, 1993, 1997, 2001


იერომ ფეხბურთელის კარიერა 2005 წელს, “ბოლტონში” დაამთავრა.


ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

1
142
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
142
  
2014, 11 ივლისი, 14:03
ლეგენდები აკლია რეალს თუ რააა...მიხარიააა ეს ფაქტი ...
0 1 1