x
image
მანჩო 777
იცით თუ არა, რომ....ანუ საინტერესო ფაქტები სხვადასხვა სფეროდან
ბუნებაში არსებობს უჩვეულო შესახედაობის სოკო სახელწოდებით "სისხლიანი კბილი". საოცარია, მაგრამ ის ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ათქვეფილი ნაღები, რომელსაც ალუბლის ჟელე აქვს მოსხმული.


image



საფრანგეთში აკრძალულია ბავშვების სილამაზის კონკურსების ჩატარება. ასეთი ღონისძიებების ორგანიზატორებს მინიმუმ 2 წელი ციხე ემუქრებათ.


image



ფილმის "უკან მომავალში" გადაღებისას თავდაპირველად მომავლის მანქანად მოიაზრებდნენ მაცივარს, ხოლო მისთვის რომ განსაზღვრული სიჩქარე მიენიჭებინათ, ფილმის გმირებს უნდა მოეხდინათ მის შიგნით ატომური აფეთქება. მაგრამ რეჟისორ ზემეკისს გაუჩნდა ეჭვები, რომ როცა ბავშვები ნახავდნენ ამ ფილმს, თავადაც მოინდომებდნენ მაცივრებში შეძრომას და იქ ჩაკეტვას, ამიტომ ფილმში რეფრეჟერატორი შეიცვალა მანქანით DeLorean, ხოლო ატომური ბომბის აფეთქება ელვით.


image


პლეისტოცენის ეპოქაში ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობდნენ გლიპტოდონები-თანამედროვე ჯავშნოსნების გიგანტური წინაპრები. ისინი საკმაოდ დიდი გაბარიტებით გამოირჩეოდნენ. არსებობს მტკიცებულებანი იმის შესახებ, რომ ინდიელები ნადირობდნენ ამ ცხოველებზე და მათ ჯავშანს უამინდობის დროს თავის შესაფარებლად იყენებდნენ. ადამიანების ულმობელი მოპყრობის გამო გლიპტოდონები მთლიანად გადაშენდნენ 10 000 წლის წინ.


image


ბობი ფარელი, ერთადერთი სოლისტი მამაკაცი ლეგენდარულო დისკო ჯგუფისა Boney M, სცენაზე გამოსვლის დროს, კერძოდ ჰიტის «Rasputin»-ის შესრულებისას ხშირად იკეთებდა რასპუტინის გრიმს. აღსანიშნავია, რომ ფარელი გარდაიცვალა სანკტ-პეტერბურგში გულის გაჩერებით 2010 წლის 30 დეკემბერს-ზუსტად იმავე დღეს და იმავე ქალაქში, სადაც მოკვდა რასპუტინი.


image



რადარების გამოგონებამდე მტრის მოახლოებული თვითმფრინავების აღმოსაჩენად არსებობდა ასეთი პროფესია "მიმყურადებელი". მათი მოწყობილობა სხვადასხვა არმიებისათვის სხვადასხვა კონსტრუქციის იყო, მაგრამ პრინციპი ერთი გააჩნდა: უზარმაზარი მიკროფონები, რომელთა პოზიციის რეგულირება შესაძლებელი იყო, ხმას გადასცემდა ოპერატორის ყურებს. უბრალოდ რომ ვთქვათ, თვითმფრინავების აღმოჩენა ხდებოდა უზარმაზარი სტეტოსკოპების დახმარებით.


image



ზოგიერთი ეკონომისტი თვლის, რომ აშშ-ისათვის რუსეთის მიერ ალიასკის მიყიდვა 1867 წელს არ იყო ხელსაყრელი გარიგება, მიუხედავად იმისა, რომ მიწის თოთოეული აკრი(4046, 84 კვატრადული მეტრი) ამერიკას 0, 03 დოლარზე ნაკლები დაუჯდა.


image



თუ ანანასის ნაყოფს მარილს დავაყრით, მაშინ შესაძლებელი იქნება გავზარდოთ ცხიმების წვის პროცესი ამ ნაყოფის დიდი რაოდენობით მირთმევით. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მარილწასმული ანანასი გაცილებით უფრო ტკბილი გვეჩვენება.


image



1995 წელს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ ბუდას თიხის ქანდაკება, რომელიც 600 წელზე მეტი ხნის იყო. გადატანისას ქანდაკება შემთხვევით დაუვარდათ ძირს, თიხა შემოიხსნა და გაირკვა, რომ თიხის შიგნით სუფთა ოქროსაგან გაკეთებული ბუდას ქანდაკება იყო მოთავსებული.


image



მსოფლიო რეკორდი მშვილდ-ისრიდან ყველაზე ზუსტ სროლაში შორ მანძილზე ეკუთვნის მეთ შტუცმანს, რომელსაც დაბადებიდან არ აქვს არცერთი ხელი. მას იარაღი ფეხით ეჭირა, ხოლო ლარს კბილებით ზიდავდა და ასე მოარტყა მიზანში 210 მეტრის მანძილზე.


image



საშინელებათა ფილმების რეჟისორმა ელაი როტმა გადაწყვიტა პერუს შორეული სოფლის მცხოვრებლებისათვის ეჩვენებინა, თუ რაა ნამდვილი კინო და მათ აჩვენა ფილმი "კანიბალების ჯოჯოხეთი"-ყველაზე რეალისტური და სასტიკი საშინელებათა ფილმი, რომელიც 50-მდე ქვეყანაში აკრძალულია და რომლის რეჟისორის წინააღმდეგ ამ ფილმის გადაღებისათვის სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა. საოცარი იყო სოფლის მცხოვრებლების რეაქცია: მთელი ფილმის განმავლობაში ისინი გულიანად იცინოდნენ, თითქოს ამაზე მხიარული რამ მათ არასოდეს ენახათ.


image




ამერიკის ტროპიკული ხილის ექსპორტ-იმპორტის უმსხვილეს საერთაშორისო კორპორაციას United Fruit Company-ს მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა-გვატემალა. ფირმის ხელმძღვანელებმა მოახერხეს ამერიკის მთავრობის დარწმუნება, რომ გვატემალის ხელისუფლება პროსაბჭოური იყო. აშშ-მა იქ მოახდინა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება, რაც საბოლოო ჯამში გვატემალის 36-წლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა.


image



ჭადრაკის დაფაზე გაცილებით მეტია კომბინაციების რაოდენობა, ვიდრე ატომების რაოდენობა მთელ სამყაროში.

image



თაფლი არასოდეს არ ფუჭდება, თუნდაც 3000 წლის იყოს. ეს ფაქტი დაადასტურა ეგვიპტის პირამიდებში აღმოჩენილმა თაფლით სავსე დოქმა, რომელშიც ეს პროდუქტი ახალივით იყო შენახული.


image

18
569
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
569
  
2014, 14 ივლისი, 14:57
ძაან კარგი სტატიაა მაგრამ თაფლზე ერთ ჩასწორებას გავაკეთებდი: ყველაზე ძველი თაფლი საქართველოში აღმოაჩინეს ცოტა ხნის წინ, ის 5000 წლისაა
2014, 11 ივლისი, 11:51
მადლობაააააააა:):):) მიყვარს ესეთი ფილმები
2014, 11 ივლისი, 10:58
ნახვა გინდა? მე არ მაქვს ეგეთი ფილმების ნახვის სურვილი...სახელი წერია აქ :" კანიბალების ჯოჯოხეთი"
2014, 11 ივლისი, 10:57
აუ იმ საშინელებათა ფილმის სახელი მაინტერესებს რაააააააა
2014, 10 ივლისი, 16:02
კი, მიდიან.... კიდევ ბევრი წავა, რადგან კარგ ავტორებს დაფასება არ აქვთ:(
2014, 10 ივლისი, 15:57
კი, ისე ბევრი კარგი იუსერი წასულა ამ რამოდენიმე თვის მანძილზე. :(
2014, 10 ივლისი, 15:50
ააა, არა უშავს, მთავარია ხომ ნახულობ:)
2014, 10 ივლისი, 15:49
საქართველოში დიდი ხანია არ ვცხოვრობ კალიფირნიაში ვარ და ვერ გავააქტიურე ანგარიში მხოლოდ დაკომენტარება შემიძლია.
2014, 10 ივლისი, 15:47
უფლება რატომ არ გაქვთ? ვერ გავიგე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10