x
image
worldsport.ge
“ჩელსიმ” ტორგან აზარი “გლადბახში” გაანათხოვრა

imageედენ აზარის უმცროსი ძმა ტორგან აზარი, მომდევნო სეზონს გერმანულ “გლადბახში” გაატარებს. ეს ინფორმაცია მიონხენგლადბახურმა გუნდმა დაადასტურა.
ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი “ჩელსიში” 2012 წელს გადავიდა. წინა 2 სეზონი მან “ზულტეში” არენდის წესით გაატარა. ბელგიური გუნდის მაისურით მან 90-ჯერ ითამაშა, 22 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა. აზარი მომდევნო სეზონშიც განათხოვრებული იქნება, მაგრამ ამჯერად უფრო ძლიერ ჩემპიონატში – ის ბუნდესლიგაში, “გლადბახში” ითამაშებს.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0