როგორც უკვე გაუწყეთ, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში, კოლუმბიასთან შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე ნეიმარმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნეიმარს წელის მესამე მალა აქვს გატეხილი.
“ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ტრავმას მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქვე შემოგთავაზებთ მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ცნობილი ადამიანის კომენტარს, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა:
“დიდი მოკითხვა თანამედროვე ფეხბურთის ფენომენს” – რობერტო კარლოსი.
“ნეიმარის ტრავმა შემზარავია. ის დიდი ფეხბურთელია. უმოკლეს დროში გამოჯანმრთელდი” – ლებრონ ჯეიმსი.
“ყველა მხარს ვუჭერთ ნეიმარს” – დილმა რუსეფი (ბრაზილიის პრეზიდენტი).
“გამაგრდი, ძმაო. ჩვენ შენთან ვართ და გვიყვარხარ” – ვილიანი.
“დიადი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ არანაკლები დანაკარგიც ვიგემეთ. გამაგრდი, ჩვენ მუდამ შენთან ვართ!” – ჟო.
“ძმაო, შენთან ვარ! ძალა მოიკრიბე” – მარიო ბალოტელი.
“გამაგრდი, ძმაო” – პაულინიო.
“მთელი გულით თამაშის კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს. ყველაფერს გავიღებთ, რათა ეს თასი შენთვის მოვიგოთ. შენ ჩვენი გუნდის სული და გული ხარ და მუდამ იქნები. მთელი ბრაზილია შენთვის ლოცულობს” – ფრედი.
“ძალიან დამწყდა გული. მალე გამოჯანმრთელდი” – მესუთ იოზილი.
“მალე გამოჯანმრთელდი, მეგობარო” – ლიონელ მესი.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა ხუან კამილო სუნიგასთან შეჯახებისას მიიღო და გავრცელებული ინფორმაციით, რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება.
ლევან გოგოტიშვილი
www.worldsport.ge