x
image
worldsport.ge
ფრანგული პრესა: "ბასტიას" კიკაბიძე დაახლოებით 100 000 ევრო დაუჯდა

imageფრანგული პრესის ცნობით, ფრანგულ "ბასტიას" ლუკა კიკაბიძის შეძენა დაახლოებით 100 000 ევრო დაუჯდა. კლუბი 18 წლის ქართველ ნახევარცველს უახლოეს დღეებში წარადგენს. კიკაბიძე ძირითად გუნდში ივარჯიშებს, დანარჩენს კი მწვრთნელი გადაწყვეტს, რამდენად ხშირად ათამაშებს საფრანგეთის ლიგა1-ში.
"ბასტიას" მწვრთნელი ახლო წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი საყრდენი ნახევარმცველი კლოდ მაკელელე გახლავთ. კორსიკულმა კლუბმა გასულ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა.
როგორც იცით, კიკაბიძე თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლავთ.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge


0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0