საქართველო გიგი უგულავა ფინანსურ პოლიციაში ისევ დაიბარეს 2014, 3 ივლისი, 0:42 "ფინანსურ პოლიციაში ისევ დამიბარეს, "-ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ყოფილი თბილისის მერი, გიგი უგულავა წერს. "ფინანსურ პოლიციაში კიდევ დამიბარეს. მადლობა ქართულ სახელმწიფოს ამდენ დროს რომ მითმობს, "-წერს გიგი უგულავა "ფეისბუკის" პირად გვერდზე. "საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, 2014 წლის 4 ივლისს, 10 საათზე, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების/მიზნით, საგამოძიებო სამსახურში დაბარებულია გიორგი უგულავა"-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 16 შეფასება არ არის
|