საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ ქუთაისელებს
"ქუთაისქალაქობა" მიულოცა.
"ქუთაისელებს ვულოცავ გვირილობის დღესასწაულს. ეს არის
ტრადიციული დღესასწაული, რომელსაც წლებია აღვნიშნავთ. ქუთაისი არის მეორე დედაქალაქი და საპარლამენტო ქალაქი,
ამიტომ ერთადერთი ადგილი სადაც იქნება პარლამენტი ეს
სწორედ ქუთაისია. მინდა ქუთაისს ვუსურვო მეტი განვითარება", –განაცხადა გია თევდორაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 2 მაისს, ქუთაისში ტრადიციულად დღესასწაული
"ქუთაისქალაქობა" აღინიშნება.