საქართველო გიგა ბოკერია: საქართველოს პატრონი არ ყავს! 2014, 9 ივნისი, 23:06 საქართველოს ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოს პატრონი არ ყავს. ამის შესახებ ბოკერიამ ქუთაისში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. "მე არ მიყვარს ეს გამოთქმა, მაგრამ უნდა ვთქვა, საქართველოს პატრონი არ ყავს. ქვეყანაში არ არსებობს ლიდერი, რომელსაც პასუხი მოეკითხება. მთავრობა მილიონობით პრემიებს ირიგებს. ხელისუფლებამ ხალხი დაივიწყა და თვითკმაყოფილების ჭაობში იხრჩობა, "–განაცხადა გიგა ბოკერიამ. 749 1-ს მოსწონს 1-ს არა
|