x
image
ნოდარ ჯოჯუა
რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა, შესაძლოა ქუთაისს გადაეცეს-გამოხმაურება სოციალურ ქსელში.
imageსაპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზურაბ ტყემალაძის განცხადებას, რომ თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა, შესაძლოა ქუთაისს გადაეცეს, სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


image

დავით ლიკლიკაძე, ჟურნალისტი: ბოლო ბოლო მე სად მომკლეს?-იკითხავს თბილისელი ხოხობი.


ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალისტი: ეჰ, ქუთაისიც კი თბილისში გადააქვთ.:(


დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი: რაკი
რუსთაველის პრ, #8-ში მდებარე შენობის ქუთაისზე გადაცემა დიდი უაზრობაა
(მაპატიეთ, კინაღამ დავწერე - "დიდი ქლიავობაა-თქო!"), ეს უაზრობა ცოტა რომ
"შეგიმსუბუქოთ",
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ შემოვდივარ წინადადებით:

"ქ.ქუთაისს გადაეცეს თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ბაღი.
ს ა ფ უ ძ ვ ე ლ ი: "მე-20 საუკუნის 60-იანი წლები ბოლოდან, 70-იანი წლების ბოლომდე (მე რამდენადაც შემომრჩენია მეხსიერებაში),
იქ "ქუთაისელების ბირჟა" იყო და... თუ ქუთაისელის ნახვა გინდოდა, "ბირჟაზე" უნდა მოგეკითხა - რაც, არაერთხელ გამიკეთებია!

პატივი ვცეთ "წარსულის დიად ტრადიციას!"
ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ბაღის ქუთაისს!!!
დიდება და პატივი "თბილის-დალეულ" და ოპერის ბაღში წლობით "ნაბირჟავებ ქუთაისელებს", - ანუ, პრაქტიკულად ყველა "თბილის-დალეულს!"



ლაშა ბერულავა, ჟურნალისტი: ქუთაისი საით არის? ტიფლისი?


ირმა ნადირაშვილი, საპარლამენტო უცირესობის წევრი: წყალტუბოდან მიმავალო ქარო, თუ მაისის ქუთაისმა გკითხოს ვინა ხარო.

0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0