საქართველო მარიამ ქაჯაიას "ნაცარი" 2014, 4 თებერვალი, 22:39 საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ ქაჯაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს, სახელწოდებით "ნაცარი" აქვეყნებს, იგი ხელისუფლებას მოსახლეობისადმი დანაპირების შეუსრულებლობისათვის აკრიტიკებს. 1.მეტი გავაკეთეთ იმაზე, რაც დავპირდით. 2.საწვავის თემებზე მუშაობა იმაზე მეტი რთული გამოდგა, ვიდრე მე წარმომედგინა. 3.100 საწარმო კი არ უნდა გახსნილიყო, მინიმუმ, 100 ახალი საწარმო უნდა შექმნილიყო. ერთ წელიწადში მოხდა 100 საწარმოზე მეტის გახსნა. 4.ევროკავშირშიც შევალთ და რუსეთთანაც დავალაგებთ ურთიერთობას. 5. ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებდა, რომ ევროპა მათ აღმოაჩინეს. 6.მეზობელთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, მათ შორის, რუსეთთან. ოლიმპიადა ამის კარგი საშუალებაა. 7.საქართველოს დღეს ძალიან კარგი ხელისუფლება ჰყავს. 8.ოპოზიციის არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის, იწვევს ხელისუფლების ნაკლის გაღვივებას. 9. მე ვერ ვხედავ ძალას, რომელიც ევროკავშირში დაბრუნებას ხელს შეუშლის. 5819 2-ს მოსწონს
|