"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ბრალდებებს ეკონომიკის მინისტრი ნოდარ ხადური პასუხობს. საპარლამენტო უმცირესობის აზრით, შესაძლოა 2013 წლის ბიუჯეტი არ შესრულდეს და დანაკლისმა მილიარდს მიაღწიოს.
როგორც ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ ხადურმა განაცხადა, საქართველო მომავალ წელს საგარეო ვალის გასტუმრებას შეძლებს.
„ეკონომიკის ზრდის დაბალი მაჩვენებლის გამო შესაძლოა ეს მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ პესიმიზმის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ მომავალ წელს ავიღებთ სესხს შიდა ბაზარზე, 400 მილიონ ლარს და ამაზე აქვთ აპელირება, მსურს გითხრათ, რომ მომავალ წელს ჩვენ ვალის სახით დაახლოებით
600 მილიონ ლარს გავისტუმრებთ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
წყარო, http://newposts.ge/?l=G&id=23028