საზოგადოება მორაგბე ვიტო კოლელიშვილმა ცოლი მოიყვანა 2014, 26 ივნისი, 12:56 მორაგბე ვიტო კოლელიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მისი მამა ყველასთვის საყვარელი მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილია, ხოლო დედა ასევე მსახიობი ნათია გოგოჭურია. ვიტოს მეუღლე არის ლალიკო მოსია. წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში აღნიშნა. ქორწილში სიძე-პატარძალს ძალიან უჩვეულოდ ეცვათ. ვიტომ მეუღლეს გვირილების უზარმაზარი თაიგული მიართვა. ლალიკოს მინდვრის ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი უმშვენებდა თავს. თაფლობის თვის გასატარებლად ახალდაქორწინებული წყვილი უცხოეთში გაემგზავრა. მინდა შემოგთავაზოთ ვიტოს და ლალიკოს ქორწილის ამსახველი ფოტოები: 627 3-ს მოსწონს
|