x
image
worldsport.ge
ლავეციმ ახსნა, თუ რატომ შეასხა წყალი საბელიას

imageარგენტინის ნაკრების ფორვარდმა ესეკილ ლავეციმ ნიგერიასთან მატჩისას ბოთლით წყალი შეასხა გუნდის მწვრთნელ ალეხანდრო საბელიას. პსჟ-ის თავდამსხმელმა ასე ახსნა თავისი საქციელი:
“წყალი იმიტომ შევასხი, რომ დავინახე, როგორ ნერვიულობდა. არა მგონია, ეს მომენტი განსჯის საგანი გახდეს, რადგან საბელია ასეთ რამეს მიჩვეულია. ისე კი, ნამდვილი მუნდიალი მერვედფინალიდან იწყება და შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს”.
გაირკვა, რომ “ალბისელესტეს” ლიდერებს არცთუ შეხმატკბილებული დამოკიდებულება აქვთ საბელიასთან. არგენტინული პრესის ცნობით, მწვრთნელი ფეხბურთელებს მაინცდამაინც ვერ აკონტროლებს. ცნობილია, რომ ლეო მესიმ, ანხელ დი მარიამ და ლავეციმ საბელიას კატეგორიულად მოსთხოვეს, 4-4-2 სქემით ეთამაშა.


ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0