x
image
natia.a
უცნაურად მიწოდებული პროდუქცია ანუ მერჩენდაიზინგის სასწაულები

მარკეტინგის სფეროში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, მყიდველთა 70% მაღაზიაში ყოფნისას იღებს გადაწყვეტილებას, რომელი ბრენდის პროდუქტი შეიძინოს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პროდუქტი სწორად იქნას მიწოდებული: ხაზი გაესვას მის ღირსებებს და შეძლებისდაგვარად დაიფაროს ნაკლი. ამდენად, მერჩენდაიზერის როლი პროდუქტის რეალიზაციაში განსაკუთრებულია.

ქვემოთ წამოგიდგენთ მერჩენდაიზინგის რამდენიმე, განსაკუთრებით საინტერესო და კრეატიულ მაგალითს.

1. Coke Zero
კრეატიულად მიწოდებული პროდუქცია" imageფილიპინებში Coke Zero-ს თავდაყირა პირამიდის ფორმით განლაგება, როგორც დასტური იმისა, რომ შეუძლებელი შესაძლებელია.


image


2. GAP

imageimage


ვანკუვერში, GAP-ის საფირმო მაღაზიაში ჩატარებული სარეკლამო კამპანიის დროს მანეკენები და ტანსაცმელი თავდაყირა წარმოადგინეს. ამას გარდა, მაღაზიის შესასვლელში ორი მანქანაც თავდაყირა დადეს. ხალხი ამ ყველაფრის მიმართ მართლა ვერ აღმოჩნდა გულგრილი და კამპანიამ მასიური დაინტერესება გამოიწვია.

image


3. Nike

image


ტოკიოში Nike Harajuku-მ ახალი სერიის ბოტასების განლაგებით გადაწყვიტა მიზიდულობის ძალის დარღვევის იმიტაცია, რაც შეესაბამება კიდეც ბოტასების სახელწოდებას - Lunar Glide (მთვარეზე მოცურება).
image


4. ველოსიპედების მაღაზია

image

გერმანიის ქალაქ ალტლანსბერგში მდებარე ველოსიპედების პატარა მაღაზიის მეპატრონემ, კრისტიან პეტერსონმა საკმაოდ ორიგინალური სარეკლამო ხერხი გამოიყენა და საკუთარი მაღარიის ფასადზე 120 ვლოსიპედი გამოფინა. ამან არა მხოლოდ მყიდველები მოიზიდა, არამედ ტურისტებისთვისაც საინტერესო ადგილი გახდა.

image

5. M&M’s World
image


როგორც მაღაზიის სახელწოდება მიგვანიშნებს, აქ მხოლოდ M&M’s-ის კამფეტები იყიდება. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონდიტრო მაღაზია.

image

6. Louis Vuitton-ის სამოდელო სახლი რომში

imageimage


ჩანთა, რომელზეც მიმართული უამრავი კამერა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი დაუფლება ყველა ქალის ოცნებაა.

7. Apple

image

ეს არის Apple-ის მაღაზიის შუშა, რომლიც, ვითომდა გატყდა ახალი IPod НI-Fi-ს ხმაზე.

8. Hermes
image


ლეილა მენშარი (Leïla Menchari), "ჰერმესის" პარიზული სახლის ვიტრინების მთავარი დიზაინერი ნამდვილ საოცრებებს ახდენს.

image

9. Whole Foods Market

image


აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მდებარე სუპერმარკეტში ჰელოუინის დღისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი სარეკლამო იდეა მოიფიქრეს, რომლის სლოგანია: შეიძინეთ ფორთოხალი და გადაარჩინეთ მათში ჩაფლული საბრალო ადამიანი.

10. Farmers Market

image


სასოფლო-სამეურნეო მაღაზია აშშ-ში.

11. საკონდიტრო Baker D. Chirico

image

კარლტონში (ავსტრალია) მდებარე საკონდიტრო.

საინტერესოა ასევე ყუთების წყობის იდეებიც:


imageimage




0
254
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0