x
image
worldsport.ge
“ნაპოლი” პერიშიჩით დაინტერესდა

imageხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და გერმანიის ბუნდესლიგის “ვოლფსბურგის” ნახევარცმველმა ივან პერიშიჩმა შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი გამოიცვალოს.
წლინახევრის წინ ის “დორტმუნდიდან” “ვოლფსბურგში” გადავიდა, Football Italia-ს ცნობით კი, ახლა 25 წლის ფეხბურთელით იტალიური “ნაპოლი” დაინტერესდა.
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ “ნაპოლი” ჩემი კლიენტით დაინტერესდა და მე მათთან ინტენსიური კონტაქტი მაქვს” - თქვა მოთამაშის აგენტმა.
გასულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში, ხორვატმა 11 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0