ტკბილეული ქლიავის ჩირი შოკოლადში: ნუგბარი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ! 2014, 22 ივნისი, 13:48 ![]() შავქლიავისა და შოკოლადის ერთობლიობა დიდი ხანია გამოიყენება კულინარიაში, როგორც ტკბილი და მომჟავო არომატის იდეალური ტანდემი. ამ უგემრიელესი კანფეტების მომზადება ძალიან მარტივია. საჭიროა მხოლოდ: შავი შოკოლადი - 200 გ. შავქლიავის ჩირი - 350 გ. კონიაკი - 50 მლ. ნიგოზი ჩირს გადავავლოთ თბილი წყალი და გავამშრალოთ ტილოთი. მოვათავსოთ ჯამში და მოვასხათ კონიაკი. დავტოვოთ ორი საათით. ამის შემდეგ თითოეულ ჩირში ჩავდოთ შესაბამისი ზომის ნიგოზი. ![]() გავალღოთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ![]() ამოვავლოთ მასში ჩირი. ![]() მიღებული კანფეტები დავაწყოთ სილიკონის ფორმაზე ან ცხიმწასმულ ლანგარზე. ![]() შედოთ მაცივარში და დავაცადოთ სანამ შოკოლადი არ გამაგრდება. მზა კანფეტები მოვათავსოთ თავსახურიან ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში (თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ შესანახი რამე დარჩება). 413 3-ს მოსწონს
|