x
image
worldsport.ge
პინტო: "სიკვდილის ჯგუფში სხვები მოკვდნენ"

imageკონკაკაფის
წარმომადგენელმა კოსტა რიკის ეროვნულმა ნაკრებმა სასწაული შეძლო - ე.წ
"სიკვდილის ჯგუფში" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და პლეი ოფის საგზური
ნაადრევად მოიპოვა.
კოსტა რიკის მთავარმა მწვრთნელმა ხორხე ლუის
პინტომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ აუტსაიდერად შერაცხული მისი გუნდი
სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, თუმცა სხვები მოკვდნენ.
"რა თქმა უნდა,
გამარჯვება გვსურდა, მატჩის წინ ფეხბურთელებს სიმშვიდისკენ და კარგი
თამაშისკენ მოვუწოდე. სიკვდილის ჯგუფში მოვხვდით, თუმცა სხვები მოკვდნენ.
ჩვენ ვიცით, რომ კოსტა რიკის საფეხბურთო ისტორია შევცვალეთ და მატჩის წინ
ფეხბურთელებს ვუთხარი: "შევცვალოთ ისტორია". შესანიშნავი შეხვედრა გამოვიდა
და გულშემატკივრები ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ. ძალიან ძლიერ ნაკრებს
ვეთამაშეთ და წარმატებით ნამდვილად ვამაყობ." - განაცხადა პინტომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, D
ჯგუფი "სიკვდილის ჯგუფად" შერაცხეს. არავინ მოელოდა, თუ ტურნირის ერთ-ერთი
აუტსაიდერი კოსტა რიკის ეროვნული ნაკრები, ურუგვაის, იტალიის და ინგლისის
გუნდებთან ჭიდილში მერვედფინალის საგზურს ნაადრევად მოიპოვებდა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0