x
image
worldsport.ge
შიდადაპირისპირებები მუნდიალზე

imageგუშინ ყველამ ნახა კამერუნელი ფეხბურთელების წაკინკლავება. ხორვატიასთან მატჩის ბოლო წუთებზე, ბენუა ასუ-ეკოტო თანაგუნდელ ბენჟამინ მუკანჯოს მივარდა. მუკანჯომ ხელი აუქნია, რაზეც ასუ-ეკოტომ თავი ჩაარტყა. მუკანჯომ მოიცილა, შემდეგ კი პიერ ვებომ გააშველა ისინი. მატჩის შემდეგ, სამუელ ეტოო მივიდა მოჩხუბრებთან და ხან ერთს ამშვიდებდა, ხან მეორეს. დაძაბული სიტუაციაა კამერუნის ნაკრებში: მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლაც კი ეჭვქვეშ იდგა. ამას დაემატა ძალიან უნიათო თამაში მუნდიალზე და ეტყობა, ფეხბურთელებს ნერვები არ აქვთ წესრიგში.
დაპირისპირება მოხდა საბერძნეთის ნაკრების ბანაკშიც: “ოლიმპიაკოსის” ნახევარმცველ იანის მანიატისს ნაკრებიდან წასვლა სურდა, რადგან პაოკ-ის მცველ გეორგიოს ცაველასთან მოუვიდა კონფლიქტი. მანიატისი უკმაყოფილი იყო ცაველასის მოქმედებით ვარჯიშებზე:
“ეს რა პასებია? რას აკეთებ? პაოკ-ში კი არ ხარ” – ასე უთქვამს მანიატისს ცაველასისთვის, მას კი სწყენია და მცირე შეხლა-შემოხლაც მომხდარა.
მანიატისმა ნაკრების ხელმძღვანელებს სთხოვა, რომ ათენის ავიარეისზე ბილეთი აეღოთ. მას აღარ უნდოდა ნაკრებში ყოფნა, თუმცა გადააფიქრებინეს და ახლა მანიატისი ჩვეულებრივ ემზადება იაპონიასთან მატჩისთვის.


ნანობაშვილი ილია

www.worldsport.ge

0
204
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0