x
image
worldsport.ge
გვარდიოლამ 20 წლის წინ მოყვანილ ცოლზე იქორწინა

imageახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა აგერ უკვე ოცი წელიწადია, რაც ერთ ქალთან ჭეშმარიტ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფება და მასთან უკვე სამი შვილიც ყავს. თუმცა, აქამდე გვარდიოლას თავის გულისსწორთან ოფიციალურად ხელიც კი არ ჰქონდა მოწერილი.
ცოტა ხნის წინ, მიუნჰენური კლუბის მთავარი მწვრთნელი თავის ცოლზე, კრისტინა სარაზე ოფიციალურად დაქორწინდა და ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება შვილების გამო მიიღო, რადგან ცოლთან მისი ხელმოუწერლობა ბევრ იურიდიულ კაზუსს წარმოშობდა.
ხელმოუწერლად საყვარელ ქალთან ათწლეულების მანძილზე ცხოვრების წესი უკანასკნელ პერიოდში მთელს ევროპაში ფართოდაა გავრცელებული და ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ ამის მიზეზი ევროკავშირის კანონებია, რომლის მიხედვითაც ცოლ-ქმრის დაშორების შემთხვევაში ქონება თანაბრად ნაწილდება. როგორც ჩანს გვარდიოლამ უკვე ირწმუნა საკუთარი მეუღლის სიყვარულის და მის ქონებასაც ნაკლები საფრთხე ემუქრება.



www.worldsport.ge

0
321
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0