x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უნიკალური ოპერაცია: მომღერალი ყელზე ოპერაციის დროს მღეროდა(ვიდეო)
image


















მომღერალი გვინეიდან ალამა კანტე მღეროდა ოპერაციის დროს, სანამ მას ყელიდან სიმსივნეს ამოკვეთავდნენ.



ოპერაციის დროს მომღერალს გაუკეთეს ადგილობრივი ანესთეზია და ჰიპნოზი, რომ ტკივილი გაეყუჩებინათ.



კანტეს ძალიან ეშინოდა, რომ ხმა არ დაეკარგა, ამიტომ ექიმებმა ურჩიეს ემღერა ოპერაციის დროს რომ ქირურგი ხმის იოგებს არ შეხებოდა.


პარიზის ანესთეზიის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსმა ჟილ დონერმა ოპერაცია ჯერ კიდევ აპრილში ჩაატარა, თუმცა ჟურნალისტებისთვის მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი.


პროფესორმა დონერმა განაცხადა, რომ მსგავსი მეთოდი პირველად იქნა გამოყენებული მედიცინაში.

"ტკივილი მსგავსი ოპერაციის დროს გაუსაძლისია, მხოლოდ ჰიპნოზი დაგვეხმარა ამაში"-აღნიშნა პროფესორმა გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში."ის ტრანსში გადავარდა, როდესაც ჰიპნოზიორის უსმენდა, წავიდა შორეულ აფრიკაში და სიმღერა დაიწყო-ეს საოცრება იყო"-დასძინა პროფესორმა.


ამჟამად კენტე სრულიად გამოჯანმრთელდა და კარგად გრძნობს თავს.

3
76
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
2014, 17 ივნისი, 21:00
კომენტარზე ვიხალისე
2014, 17 ივნისი, 20:39
როგორია?გაიხედ-გამოხედე ნახევარი საქართველო დაჰიპნოზებული დადის...
2014, 17 ივნისი, 20:37
ნეტა როგორია ეგ ჰიპნოზი? ძალიან მაინტერესებს
0 1 3