x
image
მანჩო 777
წყლის წვეთი თეფშზე თუ უჩვეულო და ეგზოტიკური დესერტი
თუ ბავშვობაში კოსმონავტობაზე ოცნებობდით და ეს ოცნება ვერ აიხდინეთ, მაშინ გაემგზავრეთ ჩინეთში ან იაპონიაში. რატომ?-იმიტომ რომ მათი კულტურა, ტრადიციები და თუნდაც სამზარეულო იმდენად განსხვავდება ჩვენისაგან, რომ თავს ნამდვილად უცხო პლანეტაზე იგრძნობთ.

მინდა წარმოგიდგინოთ რაღაც, რაც აზიაშია დამზადებული...კარგად დააკვირდით სურათს და ეცადეთ გამოიცნოთ, თუ რა არის ეს.


image


პირველი, რაც ამ ფოტოს ნახვისას თავში მომივიდა, ის იყო, რომ ეს "რაღაც" უზარმაზარ წყლის წვეთს წარმოადგენდა, რომელიც თეფშზე დევს.



image


ვერც თქვენ მიხვდით არა, რას წარმოადგენს ეს უზარმაზარი წყლის წვეთი? კარგით, აღარ გაწვალებთ და გეტყვით, რომ ეს არის იაპონურ-ჩინური დელიკატესი Shingen Mochi, ანუ ბრინჯის ტორტი, სახელად Mizu. ალბათ იტყვით, ბრინჯის ტორტი რაღა უბედურებააო. მაგრამ ეს სულაც არაა გასაკვირი, აზიელები ხომ ბრინჯისაგან ყველაფერს აკეთებენ: ბრინჯის ქაღალდს, ბრინჯის არაყს და ღვინოსაც კი. ბრინჯი მათთვის პურის მაგიერიცაა, ამიტომ მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ტორტიც ბრინჯისაგან გააკეთონ.


image


ტორტი დამზადებულია ბრინჯისა და აგარ-აგარისაგან, რომელიც ჟელატინის შემცვლელია, უფრო სწორად, ზუსტად აგარ-აგარია ბუნებრივი ჟელატინი და არა ის საშინელება, რომელიც ჩვენთან იყიდება და ცხოველების ჩლიქებისა და მყესებისაგან კეთდება.


image


ამ დესერტის შემხედვარე გეგონება, რომ ის ეს - ესაა გასკდება, თუკი კოვზით შევეხებით, მაგრამ ეს ასე სულაც არაა. მშვენივრად შეიძლება მისი მირთმევა კოვზით, მაგრამ მომზადებიდან აუცილებლად ნახევარი საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემედგ Mizu უბრალოდ გადნება თეფშზე და წყლად იქცევა.


image



როგორც წესი, Mizu-ს სტუმრებს მიართმევენ სოიოს ფხვნილსა და სოიისავე ყავისფერ ტკბილ სოუსთან ერთად.

0
159
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0