ტკბილეული ბანანისა და კარამელის დესერტი კრემით 2014, 18 მარტი, 11:05 ინგრედიენტები: ბანანი-2 ცალი კარამელის სოუსი-100 გრამი ათქვეფილი ნაღები-200 გრამი კრემისათვის: შაქარი-2/3 ჭიქა სახამებელი-1/4 ჭიქა რძე-3 ჭიქა კვერცხი-2 ცალი მარილი-დანის წვერით კარაქი-2 სუფრის კოვზი ვანილი-დანის წვერით "პეჩენია" ან უმარილო კრეკერი-10 ცალი მომზადება: თავდაპირველად მოამზადეთ კრემი: თასზე ათქვიფეთ კვერცხი კარგად, ცალკე ჯამში შეურიეთ სახამებელი, ვანილი, მარილი, ნელ-ნელა დაასხით რძე და თან დადგით ნელ ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურიეთ და ასე მიიყვანეთ ადუღებამდე. ეს კრემი ნელ-ნელა დაამატეთ თასზე ათქვეფილ კვერცხს და სულ ურიეთ, რომ არ აიჭრას. შემდეგ ეს კრემი კიდევ დადგით ცეცხლზე და 1-2 წუთი წამოადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელსვე დაუმატეთ ვანილი და კარაქი. მოურიეთ კარგად და დადგით გასაციებლად. "პეჩენია" დაამტვრიეთ პატარა ნატეხებად და შემდეგ კარგად დაფხვენით. აურიეთ მასში 2 სუფრის კოვზი კარაქი და შაქარი. აზილეთ კარგად ეს მასა. გააბრტყელეთ თხელ ფირფიტად პერგამენტის ქაღალდზე და შედგით 170 გრადუსზე გაცხელებული ღუმელში 10 წუთით. დაიწყეთ დესერტის აწყობა: ფუჟერებში ჩადეთ გაციებული "პეჩენიიას" მასა 2-3 სუფრის კოვზი და კარგად დატკეპნეთ. დაადეთ გაციებული კრემი-2 სუფრის კოვზი. დააწყვეთ რგოლებად დაჭრილი ბანანი, შემდეგ დაადეთ ათქვეფილი ნაღები, მოასხით ცოტაოდენი კარამელის სოუსი და ისევ გაიმეორეთ თავიდან: ''პეჩენია"-კრემი-ბანანი-ათქვეფილი ნაღები-კარამელი. ზემოდან მორთეთ ნაღებით და ბანანის ნაჭრებით და გადაასხით კარამელის სოუსი. დადგით მაცივარში 2-3 საათით. მიირთვით გემრიელად! 149 13-ს მოსწონს
|