ტკბილეული ოჰ, ეს არაჩვეულებრივი შოკოლადი! 2013, 16 დეკემბერი, 23:55 ყოველწლიურად ბერლინში იმართება გამოფენა "Import Shop", რომელზეც უამრავი სხვადასხვა სახის საქონელია წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. საინტერესო იყო ერთ-ერთი სტენდი, სადაც იტალიელებმა წარმოადგინეს შოკოლადის ნაწარმი. საგამოფენო სტენდთან მისული ადამიანი ალბათ გაკვირვებული უყურებდა დაჟანგულ ქანჩებს, ბრტყელტუჩებსა და ლურსმნებს, რომელიც სუვენირების ყუთში ლამაზად იყო შეფუთული. აღმოჩნდა, რომ ეს შოკოლადი იყო, რომელიც ისე ჰგავდა ჩამოთვლილ საგნებს, რომ განცვიფრებაში მოჰყავდა ყველა მნახველი. იტალიელი მეწარმეები არც პრანჭია გოგონებს ტოვებენ უყურადღებოდ: აი, შოკოლადის ნაკრები მათთვის. ეს კი გურმანებისათვის: ყველის ნაჭერი, ძეხვი, სახეხიც კი ყველისა და ბოსტნეულისათვის და ეს ყველაფერი შოკოლადისაა. ცხენოსნობის მოყვარულთათვის კი აი ეს გამოდგება. საინტერესოა, კბილის პროთეზი თუ შენიშნეთ წინა სურათზე. შემდეგი სტენდი უკვე სახელგანთქმულ გერმანულ უნივერმაღ КаДеВе-ს ეკუთვნის. აქ კომენტარები ზედმეტია. 58 11-ს მოსწონს
|