ტკბილეული შემწვარი გოგრა ფლავით 2013, 25 ოქტომბერი, 19:25 მასალად საჭიროა: გრძელი ბრინჯი-2 ჩაის ჭიქა კურაგა(გარგარის ჩირი)-ნახევარი ჩაის ჭიქა კომში(საშუალო ზომის)-1 ცალი ბანანი-1 ცალი ვაშლი-1 ცალი ქიშმიში-ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი-100 გრამი ზეთი-2 სუფრის კოვზი ნიგოზი-ნახევარი ჩაის ჭიქა ვანილი, მარილი-გემოვნებით 1 ცალი დიდი ზომის გოგრა, სასურველია მაგარკანიანი. მომზადება: მოვხარშოთ ბრინჯი ისე, რომ არ ჩაიშალოს, მოვათავსოთ საწურზე.გადავიტანოთ ბრინჯი ღრმა თასზე და დავაყაროთ ყველა ინგრედიენტი: გარეცხილი ქიშმიში, დაჭრილი ვაშლი, კურაგა, ბანანი, ნიგოზი, შაქარი, ვანილი, მარილი. ავურიოთ კარგად. ავიღოთ მოზრდილი გოგრა და მოვაჭრათ თავი. გავასუფთავოთ კარგად. გამზადებული ბრინჯის მასა მოვათავსოთ ამ გოგრაში და დავახუროთ თავი. შევდოთ გოგრა გახურებულ აერღუმელში(ძალიან გემრიელი გამოდის შეშის ღუმელში შემწვარი) და შევწვათ მზადყოფნამდე. დასჭირდება დაახლოებით ერთი-ერთნახევარი საათი. მზადყოფნა გავსინჯოთ ასანთის ღერით. სუფრაზე მივიტანოთ ცხელი. მოვხადოთ თავი და გემრიელად მივირთვათ. 655 12-ს მოსწონს |
იამზე 110?