x
image
მანჩო 777
ტორტები, ტორტები და კიდევ ერთხელ ტორტები!
image

უკვე დადგა მარტი-გაზაფხულის პირველი თვე. მარტის თვე ქალებს ეკუთვნის, რადგან ერთდროულად ორი ლამაზი დღესასწაული აღინიშნება : 3 მარტი-დედის დღე და 8 მარტი-ქალთა საერთაშორისო დღე. მამაკაცები ცდილობენ უყურადღებოდ არ დატოვონ მათთვის ძვირფასი ქალბატონები ამ დღეებში და თავს იმტვრევენ, რა საჩუქარი მოიფიქრონ, რა უფრო გაეხარდებათ მათ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს პოსტი ზუსტად მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. თუ რატომ, ამას ახლავე გაიგებთ.

image

დამერწმუნებით, რომ ლამაზი და გემრიელი ტკბილეული ნებისმიერი ქალის გულს გაახარებს. ამიტომ ორიგინალური და გემოვნებით მორთული ტორტი მშვენიერი სარვამარტო საჩუქარი იქნება.
ამ კოლაჟში მინდა წარმოგიდგინოთ ტორტების ნაირსახეობა-დაწყებული კლასიკურიდან და დამთავრებული ყველაზე ექტრავაგანტულითა და არაორდინალურით.
ლამაზი ფეხსაცმელი და ჩანთა ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ ამავდროულად ეს აქსესუარები შეიძლება ძალიან გემრიელიც იყოს. აი ამის მაგალითი:

image
imageimage

image

ყველა ქალი ლამაზი და უნიკალურია თავისებურად. მას შეუძლია უამრავი დრო დახარჯოს მაღაზიებში მოდური ტანსაცმლის საძებნელად, ან იჯდეს სახლში და თავად მოქსოვოს მისთვის მოსაწონი ქუდი თუ შარფი. მამაკაცზე მეტად არავინ იცის, თუ რა სურს ქალს. შეიძლება თქვენ ბევრი დრო და თანხა დახარჯოთ მისთვის ძვირფასი საჩუქრის შერჩევაში, ის კი ამ დროს იჯდეს და თქვენთვის სვიტერს ქსოვდეს, რომელსაც შემდეგ ჩაიცვამთ და სიყვარულით გაგახსენდებათ, რომ ის თქვენთვის ძვირფასმა ქალმა მოქსოვა.


imageimage

8 მარტი-ეს ის დღეა, როცა ქალი თქვენგან სასწაულს ელის. გაატარეთ მასთან მთელი დღე, უთხარით, თუ როგორ ძლიერ გიყვართ და აჩუქეთ მას რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია. გჯეროდეთ, ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

imageimageimageimage


8 მარტი-ეს 14 თებერვალი არაა, მაგრამ საყვარელი ქალისათვის ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ ბეჭედს მიართმევთ საჩუქრად, თანაც ამგვარი ორიგინალური გზით.
image

და არ დაგავიწყდეთ, რომ საზეიმო ვახშამი აუცილებელია. სასურველია, თუ ეს თქვენი ხელით მომზადებული რაიმე გემრიელი კერძი იქნება.

imageimage

image

image

image

image

როცა ამ ლამაზ ტორტებს უყურებ, ძნელია წარმოდგინო, რომ ეს ტკბილელულია და არა ნამდვილი თევზი, გოჭი ან თუნდაც პელმენები.

image

დაბოლოს, მინდა გითხრათ: გიყვარდეთ ის, ვინც თქვენს გვერდითაა, დაუთმეთ მას რაც შეიძლება მეტი დრო და ყურადღება, გაანებივრეთ ლამაზი საჩუქრებითა და ტკბილეულით.გახსოვდეთ, რომ ლამაზი და გემრიელი ტორტი-ეს ნამდვილად კარგი საჩუქარია!

image

imageimageimageimage

imageimageimage

image









9
926
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
926
  
2014, 2 მარტი, 10:38
მმ რათქმაუნდა :) ვგიჟდები
2014, 2 მარტი, 10:33
ნამდვილი არ გირჩევნია?:D
2014, 2 მარტი, 10:22
ძალიან მაგრებია განსაკუთრებით ვუიტტონის ჩანთა
2014, 1 მარტი, 23:18
ყვავილებიანი და რომანტიკული ტორტწბი მომეწონა
2014, 1 მარტი, 23:15
სხვა არცერთი? მე მეგონა ყველაზე იტყოდი მინდაო:D
2014, 1 მარტი, 23:12
კატა რომაა ძეხვზე მარტო ეგ მომწონს :D
2014, 1 მარტი, 23:11
ყველაზე მეტად მომეწონა საქსოვი ძაფები და "ჩხირები"
0 1 9